გამოფენები

Home / გამოფენები
ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი გამოფენები:

 

  • „უკან წყალში: ზღვის ძუძუმწოვრების ევოლუცია“ – გამოიფინება საქართველოს მუზეუმის კოლექციებში დაცული ზღვის ძუძუმწოვრების უნიკალური ნამარხი ნიმუშების ორიგინალები: მსოფლიოში უძველესი კაშალოტი (Ferecetotherium kelloggi ), დედამიწაზე უძველესი დელფინის ნაშთები (Oligodelphis azebajdzanicus), ევროპაში უძველესი უკბილო ვეშაპები (Otradnocetus virodovi, Imerocetus karaganicus), და სხვა ნიმუშები, მათ შორის, ზღვის ძროხებისა და სელაპების ნამარხები; ასევე თანამედროვე სახეობების ფიტულები და ჩონჩხები, რომლებიც დღეს კასპიის, შავ და აზოვის ზღვებში გვხვდება. თანამედროვე ფორმებს შორის მცირე ზოლიანი ვეშაპის Balaenoptera acutorostrata ჩონჩხიც გამოიფინება, რომელიც ბათუმში 1880 წელს გამოირიყა, ეს ამ ვეშაპის შავ ზღვაში შემოსვლის ერთადერთი დოკუმენტირებული შემთხვევაა. ბანერებზე მოთხრობილი იქნება ზღვის ძუძუმწოვრების ევოლუციაზე და კავკასიის ნამარხი ფორმების შესახებ; ვეშაპისმაგვართა წყლის გარემოში ადაპტაციების (თერმორეგულაციის, დიდ სიღრმეებზე ყვინთვის, ძილის, ექოლოკაციის და ა.შ.) თაობაზე; ასევე, იმ ბიომიმიკურ ტექნოლოგიებზე, რომლებიც ზღვის ძუძუმწოვრებთან ანალოგიებს ემყარება.

გამოფენის გახსნა 25 სექტემბერს 13:00 სთ.

გამოფენის ხანგრძლივობა: 25 სექტემბერი 2016-25 სექტემბერი 2017

მისამართი: საქართველო ეროვნული მუზეუმის ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, თბილისი, რუსთაველის გამზ #3

 

  • ცერნის ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრის მოძრავი გამოფენა „ცერნი დღეს“ და LHC ინტერაქტიული გვირაბი“ – გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ცერნის ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრის მოძრავი ექსპოზიცია, რომელიც ასახავს ცენტრში მიმდინარე კვლევებს და მოეწყობა ინტერაქტიული გვირაბის სიმულატორი.

გამოფენის გახსნა: 17 სექტემბერი 11:00 სთ

გამოფენის ხანგრძლივობა: 17 -21 სექტემბერი

მისამართი: ექსპო-ჯორჯია, თბილისი, წერეთლის გამზ. #118

 

  • „ვაჟა-ფშაველას შემოქმედება თეატრში, კინოსა და მუსიკაში“ – ხელოვნების სასახლის მიერ ორგანიზებულ გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება სასახლის საცავებში დაცული ვაჟა-ფშაველას შემოქმედების მიხედვით შექმნილი კინო, თეატრალური და მუსიკალური ნაწარმოებების ამსახველი ექსპონატები.

გამოფენის გახსნა: 20 სექტემბერი 13:00 სთ

გამოფენის ხანგრძლივობა: 20 სექტემბერი – 20 ოქტომბერი

მისამართი: თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. #1 თსუ I კორპ.

 

  • “Spying Future-მომავლის ჯაშუში” – თანამედროვე ხელოვნების წარმომადგენელთა გამოფენა

გამოფენის გახსნა: 18 სექტემბერი 18:00 სთ

გამოფენის ხანგრძლივობა: 18 სექტემბერი – 18 ოქტომბერი

მისამართი: თბილისი, მ. ალექსიძის 1, კორპ 4

 

  • „ვეფხისტყაოსანი“ და ქართული ხელნაწერი“ კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის გამოფენა – ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოლექციებიდან ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება რუსთაველის ეპოქასთან დაკავშირებული კალიგრაფიით, მინიატიურული მხატვრობითა და ოქრომჭედლობით გამორჩეული უნიკალური ხელნაწერები: ოქრომელნით ნაწერი და კონსტანტინეპოლური სკოლის მდიდრული მინიატიურებით შემკული თამარ მეფის კუთვნილი ვანის ოთხთავი, ასტრონომიული ტრაქტატი, უნიკალური ისტორიული სიგელი თამარ მეფის ავტოგრაფული დამტკიცებით, „ვეფხისტყაოსნის“ ნუსხები, მათ შორიოს აღსანიშნავია მხატვრულად გაფორმებული ნუსხები: თავაქარაშვილისეული  (1646წ.), ბეგთაბეგისეული (1680 წ.), წერეთლისეული (XVIIIს.), წარმოდგენილი იქნება „ვეფხისტყაოსნის“ ნუსხები, რომელთაც დამატებული აქვთ ინტერპოლატორების მიერ შეთხზული სტროფები, ვახტანგ VI -ის სტამბაში  დაბეჭდილი  „ვეფხისტყაოსანი“  (XVIIIს.), ძველნაბეჭდი გამოცემები, რარიტეტული მასალა – მიხაი ზიჩის ილუსტრაციები, ფოტოები „ვეფხისტყაოსნის“ გმირების პროტოტიპებით, ე.წ. „ცოცხალი სურათები“ ილუსტრაციების შესაქმნელად (XIXს)

გამოფენის გახსნა: 19 სექტემბერი 14:00 სთ

გამოფენის ხანგრძლივობა: 19-25 სექტემბერი

მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმი, თბილისი, რუსთაველის გამზ. #3

 

  • „ვეფხისტყაოსანის უნიკალური კოლექციის გამოფენა“ – შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილესთან დაკავშირებით თსუ სამეცნიერო ბიბლიოთეკა ორგანიზებას უწევს ვეფხისტყაოსნის უნიკალური წიგნების გამოფენას. ბიბლიოთეკაში დაცულია 230-ზე მეტი უძველესი და მსოფლიოს ხალხთა ენებზე ნათარგმნი გამოცემა.

გამოფენის გახსნა: 19 სექტემბერი 12:00 სთ

გამოფენის ხანგრძლივობა: 19-25 სექტემბერი

მისამართი: თბილისი, მ. ალექსიძის 1, კორპ 4

 

  • „საქართველოს არაორგანული ბუნების ძეგლები“ – საქართველო მდიდარია ბუნების ძეგლებით, ბევრი მათგანი ტურისტულ მარშრუტებშია შეტანილი. გასულ წელს ტურისტთა დიდი რაოდენობა დაფიქსირდა პრომეთეს მღვიმეზე, კანიონებსა და დაცულ ტერიტორიებზე. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს არაორგანული ბუნების ძეგლების ამსახველი მასალა.

გამოფენის გახსნა: 20 სექტემბერი 11:00 სთ

გამოფენის ხანგრძლივობა: 20-25 სექტემბერი

მისამართი: თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. #1, თსუ I კორპუსი

 

  • „ვაჟა-ფშაველა – 155“ – კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ვაჟა-ფშაველას საიუბილეო წელთან დაკავშირებით ორგანიზებას უწევს საცავებში დაცული უნიკალური ექსპონატების გამოფენას

გამოფენის გახსნა: 21 სექტემბერი 15:00 სთ

გამოფენის ხანგრძლივობა: 21-23 სექტემბერი

მისამართი: კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ალექსიძის ქ. 1/3

 

  • „ქვის ხანა საქართველოში გამოიფინება საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი ძველი ქვის ხანის არქეოლოგიური ძეგლების მასალა – 1.8 მლნ. წ. დმანისელი Homo erectus-დან   Homo Sapiensi-მდე; დმანისის ნამარხი მეხუთე თავის ქალის D4500  ორიგინალი; მსოფლის სხვადასხვა ტერიტორიაზე აღმოჩენილი Homo-ს  ნამარხი ნაშთების ასლები,  ადამიანის ევოლუციური სკალა და მიგრაციის გზები; Java Man, Homo erectus erectus-ის ორიგინალი, რომელიც სპეციალურად ამ გამოფენისთვის დროებით გადმოეცემა საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ჰოლანდიის ქ. ლაიდენის ბუნების მუზეუმიდან; ექსპოზიციაზე ვიტრინებში გამოფენილი იქნება პირველყოფილი ადამიანის ნამარხი ნაშთები, მათი თანამდევი ფაუნის ნამარხი ასლები და ორიგინალები, ქვისა და ძვლის იარაღების ორიგინალები და ხელოვნების მცირე ფორმის ნიმუშები. ბანერებით და რუკებით მოკლედ მოთხრობილი იქნება ადამიანის ევოლუცია, მიგრაციის გზები, ფლორისა და ფაუნის ცვლილება, ქვის დამუშავების ტექნოლოგია, შიდათემური ურთიერთობები. დარბაზში ნაჩვენები იქნება ფილმები – დმანისის უნიკალური აღმოჩენები, მათი შესაწავლის ისტორია, National Geographic-ის ფილმი დმანისზე, Hominin-ის სკულპტურული რეკონსტრუქციის პროცესი, ქვის დამუშავების ოლდუვაური, აშელური, მუსტიერული და ზედაპალეოლითური ტექნოლოგიები. დიორამა 1 –  8 მლნ. წ. დმანისის ლანდშაფტი და აღდგენილი დმანისელი მოზარდი გოგონას სკულპტურა. დიორამა 2 – ზედაპალეოლითური ხანის მღვიმური ძეგლის „ინტერიერი“ – ფაუნა და ადამიანის სამარხი

გამოფენის გახსნა 21 სექტემბერს 19:00 სთ.

გამოფენის ხანგრძლივობა: 21 სექტემბერი 2016 – 21 სექტემბერი 2017

მისამართი: საქართველო ეროვნული მუზეუმის ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, თბილისი, რუსთაველის გამზ #3

 

  • EduTech საგანმანათლებლო რესურსების გამოფენა

გამოფენის გახსნა: 24 სექტემბერი 12:00 სთ

გამოფენის ხანგრძლივობა: 24 სექტემბერი

მისამართი: თბილისი, ოქროყანა, ინოვაციების ქ. #7, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო

 

 

 

December 2017
M T W T F S S
« Sep    
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ăn dặm kiểu NhậtResponsive WordPress Themenhà cấp 4 nông thônthời trang trẻ emgiày cao gótshop giày nữdownload wordpress pluginsmẫu biệt thự đẹpepichouseáo sơ mi nữhouse beautiful