ღია კარის დღე ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინს ცენტრში

Home / სიახლეები / ღია კარის დღე ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინს ცენტრში

4 ოქტომბერს, მეცნიერების და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინს ცენტრში ჩატარდა ღია კარის დღე. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს თბილისის 123–ე საჯარო სკოლის და გურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინის სკოლის მოსწავლეებმა. მოსწავლეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ივანე ბერტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ნარგიზ ნაჭყებიამ. საჯარო ლექცია თემაზე “სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები და 21–ე საუკუნის კაცობრიობის გამოწვევები“ წაიკითხა ცენტრის დირექტორმა დავით ნადარეიშვილმა. ღონისძიება ასევე მოიცავდა შემეცნებით ტურს ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრში. მოსწავლეები გაეცნენ ცენტრის სხვადასხვა ლაბორატორიების სამეცნიერო მიმართულებებს და დაესწრნენ ექსპერიმენტებს.

Related Posts