სამეცნიერო კაფე ეროვნულ მუზეუმში

Home / სიახლეები / სამეცნიერო კაფე ეროვნულ მუზეუმში

29 სექტემბერს, მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ეროვნული მუზეუმის, ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში ჩატარდა სამეცნიერო კაფე. დიდი ბრიტანეთიდან მოწვეულმა სტუმრებმა სკოლის მასწავლებლებისათვის ეროვნულ მუზეუმში ჩაატარეს ტრეინინგები, თუ როგორ დავაინტერესოთ ბავშვები და მოსწავლეები მუზეუმით და მეცნიერებით.

მომხსენებლებმა ისაუბრეს ისტორიული ნივთის აღმოჩენიდან და მისი შესწავლიდან სამუზეუმო ფონდსა და საგამოფენო დარბაზში მოხვედრის გზაზე. დეტალურად აუხსნეს ტრენინგის მონაწილეებს ინტერდისციპლინური კვლევების სპეციფიკა და თავისებურებები, სამუზეუმო საქმიანობის მნიშვნელობა და თანამედროვე ტექნოლოგიები არტეფქტების შესწავლისას.

Related Posts