ნიკოლოზ (ტატო) ბარათაშვილი

Home / In memoriam / ნიკოლოზ (ტატო) ბარათაშვილი

1817 – 1845

ნიკოლოზ (ტატო) ბარათაშვილი – ცნობილი ქართველი რომანტიკოსი პოეტი.

ტატო დაიბადა 1817 წლის 4 დეკემბერს თბილისში. რვა-ცხრა წლის ნიკოლოზი ჯერ კალოუბნის სასწავლებელში სწავლობდა, შემდეგ კი (1827 წლიდან) – თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში, რომელიც მოგვიანებით გიმნაზიად გადაკეთდა.

ნიკოლოზი სამხედრო კარიერაზე ოცნებობდა, თუმცა ფიზიკურმა პრობლემებმა ხელი შეუშალეს ოცნების ასრულებაში. მან ვერც უნივერსიტეტში გააგრძელა სწავლა უსახსრობის გამო. 1936 წლიდან ტატო უბრალო ჩინოვნიკად მუშაობდა სამართლისა და განჩინების ექსპედიციის კანცელარიაში. 1944 წელს იგი დაინიშნა მაზრის მმართველის თანაშემწედ ნახიჭევანში, ხოლო 1845 წელს – იმავე თანამდებობაზე განჯაში, სადაც ოთხი თვის შემდეგ, 27 წლის ასაკში, გარდაიცვალა.

ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედება ქართული რომანტიზმის მწვერვალად ითვლება. მისი პოეტიკა და სტილი რომანტიკული პოეტური აზროვნების სრულყოფილი გამოხატულებაა. ილია ჭავჭავაძის აზრით, ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედება ქართულ მწერლობაში ევროპეიზმის დამკვიდრებას მოასწავებდა. მის კალამს ეკუთვნის ისეთი ცნობილი ნაწარმოები, როგორებიცაა:  „მერანი“, „შემოღამება მთაწმინდაზედ“, „ფიქრნი მტკვრის პირას“, „სული ობოლი“, „ცისა ფერს“, „ბედი ქართლისა“ და სხვ.

ბარათაშვილი 1893 წელს განჯიდან თბილისში, დიდუბის პანთეონში გადმოასვენეს, 1938 წლიდან კი პოეტის ნეშტი მთაწმინდის პანთეონში განისვენებს.

Related Posts