„მუსიკა ჩვენს ცხოვრებაში“ – ღია კარის დღეეები კონსერვატორიაში

Home / სიახლეები / „მუსიკა ჩვენს ცხოვრებაში“ – ღია კარის დღეეები კონსერვატორიაში

„მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის – 2017“ ფარგლებში თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში ჩატარდა ღია კარის დღეები „მუსიკა ჩვენს ცხოვრებაში“. 25-26 სექტემბერს და 3-4 ოქტომბერს კონსერვატორიას ეწვია 80 ბავშვი წეროვანის მე-3, თბილისის 51-ე, 112-ე და 85-ე საჯარო სკოლებიდან. ისინი გაეცნენ ამ ერთსაუკუნოვანი ისტორიის მქონე უმაღლესი სამუსიკო დაწესებულების ისტორიულ და თანამედროვე მხარეებს – დაათვალიერეს კონსერვატორიის ისტორიის მუზეუმი, საკონცერტო დარბაზები, ბიბლიოთეკა და მუსიკის ტექნოლოგიის სტუდია, საშუალება ჰქონდათ დასწრებოდნენ კონსერვატორიის პროფესორთა მეცადინეობებს.

Related Posts