ლადო ასათიანი

Home / In memoriam / ლადო ასათიანი

(1917-1943)

ლადო ასათიანი – ცნობილი ქართველი პოეტი.  იგი დაიბადა 1917 წლის 14 იანვარს ქუთაისში.  1934 წელს დაასრულა ცაგერის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი და სწავლა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე გააგრძელა. მალე იგი ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე გადავიდა. სტუდენტობის პერიოდში ლადო ასათიანი ჩაბმული იყო სამეცნიერო წრეებისა თუ ლიტერატურული ორგანიზაციების საქმიანობაში, მუშაობდა გაზეთ „სტალინელში“, რომელიც ქუთაისში გამოიცემოდა. სწორედ ამ გაზეთში დაიბეჭდა პირველად მისი ლექსები.

ლადო ასათიანის ცხოვრება სავსე იყო ქარტეხილებით. პოეტის დედა – ლიდა ცქიტიშვილი, ქართული ენის პედაგოგი, დასმენის შედეგად ციმბირში გადაასახლეს და უცხო მხარეში გარდაიცვალა კიდეც.

პოეტი საკმაოდ ახალგაზრდა დაავადდა ტუბერკულოზით, რომელიც იმ დროს განუკურნებელი სენი იყო და 26 წლის ასაკში გარდაიცვალა. ლადო ასათიანმა მდიდარი პოეტური მემკვიდრეობა დატოვა. მის კალამს ეკუთვნის ისეთი ცნობილი ლექსები, როგორებიცაა: „არ ვიცი ასე რამ შემაყვარა“, „სალაღობო“, „ამ ხეივანში ის ძალზედ ხშირად“, „გიმზერ და მჯერა“, ვიდრე სიკვდილი“, „საქართველოში“ და სხვ.

Related Posts