ექსკურსია ივანე ბერიტაშვილის სახლ–მუზეუმში

Home / სიახლეები / ექსკურსია ივანე ბერიტაშვილის სახლ–მუზეუმში

30 სექტემბერს მეცნიერების და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინს ცენტრის ორგანიზებით გურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინში, ივანე ბერიტაშვილის სახლ–მუზეუმში სკოლის მოსწავლეთათვის ჩატარდა შემეცნებითი ტური. ივანე ბერიტაშვილის ცენტრის ახალგაზრდა მეცნიერებმა წაიკითხეს შემეცნებით–პოპულარული სახის მოხსენებები შემდეგ თემებზე: “ადიქცია, ადიქცია”, “რატომ გვძინავს და როგორ გვძინავს”, “წამალდამოკიდებულება და ძილის დარღვევები”, „აუტიზმის ცხოველური მოდელები“ და “ყურძნის პოლიფენოლები ჯანმრთელობის სადარაჯოზე”. მოხსენებების შემდეგ ჩატარდა ვიქტორინა დაგამარჯვებულ მოსწავლეებს გადაეცათ წამახალისებელი საჩუქრები. ღონისძიების დასასრულს ნაჩვენები იყო ფილმი ივანე ბერიტაშვილის ცხოვრების და მოღვაწეობის შესახებ.

ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის დირექტორმა დავით ნადარეიშვილმა ივანე ბერიტაშვილის სახლ–მუზეუმს საჩუქრად გადასცა ბატონი ივანეს მოსწავლეების მონოგრაფიები და აღნიშნა, რომ წლის ბოლოს ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ინიციატივით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და სოფელ ვეჯინის სკოლის დირექციის მხარდაჭერით ვეჯინის სკოლას დაუბრუნდება ივანე ბერიტაშვილის სახელი.

Related Posts